სააკაშვილის დაკავება - ოპოზიციის გამოხმაურება

09 დეკემბერი 2017, 00:00 2396 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად კანონით დაშვებულ ყველა მეთოდს მიმართავს. პარტიაში ახლა პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას მისი თანაგუნდელები პოლიტიკურ დევნად აფასებენ, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მოვლენების მსგავს განვითარებას ელოდნენ.

პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი საპატიმროს მალე დატოვებს. ისინი პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ყოფილი თანაგუნდელი გიგი უგულავაც გამოეხმაურა მან სააკაშვილის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

ამავე კატეგორიაში