სააკაშვილი ყოფილი მაღალჩინოსნის ბინაში დააკავეს

09 დეკემბერი 2017, 00:00 1992 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის  ლუგანსკის ოლქის  პოლიციის მთავარი სამმართველოს  ყოფილი უფროსის  იური პოკინბოროდას სახლში დააკავეს.  ამის შესახებ ყოფილმა ჩინოვნიკმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა  უკრაინული არხის ეთერში განაცხადა.  "იგი ავად გახდა და  ელემენტარულ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. საავადმყოფოში ვერ წავიყვანდით, ამიტომაც  ჩემს სახლში მივიყვანეთ  სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად"-განაცხადა პოკინბოროდამ.

მანვე აღიარა, რომ  იყვნენ გარკვეული ადამიანები, რომლებმაც ამის შესახებ იცოდნენ და ეს საიდუმლო გაამჟღავნეს. უკრაინის შინაგან  საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკაშვილის დაკავებამ ექსესების გარეშე ჩაირა. იგი სახელმწიფო უსაფრთხოების საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილიმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი