ბათუმში, გვიან ღამით, იუსტიციის სახლთან ავარია მოხდა. დაზიანებულია 6 მსუბუქი ავტომობილი. საპატრულო პოლიციის მონაცემებით არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია რის გამო შეიქმნა ავარიული სიტუაცია ან ვინ იყო დამნაშავე ამ ინციდენტში.
შსს-ს ინფორმაციით დაშავებულები არ არიან და ავტომანქანების მძღოლებს ადმინისტრაციული ჯარიმებს დაუწერენ.