ნასას ასტრონავტის მისია ბათუმში

08 დეკემბერი 2017, 00:00 3742 ნახვა

ჰაიდი ფაიფერი, ნასას ასტრონავტი და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების კაპიტანი საქართველოს სტუმრობს. იგი ამერიკის საელჩოს გენდერული ძალდობის წინაღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ჰაიდი ფაიფერი უკვე შეხვდა ბათუმელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ისაუბრა მისი ცხოვრების, წარმატების ისტორიისა და კარიერული მიღწევების შესახებ.

ამერიკელი ასტრონავტი ქალი 5 კოსმოსური ხომალდის ეკიპაჟის წევრი იყო, ნასაში მუშაობის დროს რამდენიმე კოსმოსურ მისიაში მონაწილეობდა. შეხვედრის ფარგლებში ჰაიდი ფაიფერიმ ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის სპეციალობის სტუდენტს ლუსინე ტამარიანს ''ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის'' ჯილდო გადასცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი