საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა საერთო ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს.