სკოლებთან საპატრულო ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ

07 დეკემბერი 2017, 00:00 3024 ნახვა

საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განხილვის მთავარი თემა დღეს სკოლებში უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება იყო, უფრო ზუსტად კი იმ ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, რაც მოზარდების უსაფრთხო გარემოში ყოფნას უზრუნველყოფს. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არსებულ ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ.

იგეგმება მანდატურის სამსახურსა და პოლიციის სისტემას შორის მჭიდრო კავშირის დამყარება, ზოგადად მანდატურის სამსახურის გადახედვა. ცვლილებების განხორციელება საქართველოში ბოლო ორ კვირაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებითაა განპირობებული. თბილისსა და წყალტუბოში მომხდარმა შემთხვევებმა სამი მოზარდი შეიწირა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი