სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - განხილვა პარლამენტში

06 დეკემბერი 2017, 00:00 2860 ნახვა

პარლამენტმა დღეს საქართველოს მთავრობის რესტრუქტურიზაციის შესახებ ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. როგორც ავტორები განმარტავენ პროექტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს ეხება და არა საკადრო, ან საბიუჯეტო ცვლილებებს. ხარჯებია მთავარი თემა რის გამოც ოპოზიცია საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

სვამენ კითხვას, სამინისტროების გაერთიანებით რეალურად მცირდება თუ იზრდება საბიუჯეტო ხარჯი? რაზეც მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად მომავალი წლის მარტიდან გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში არაა ასახული მთავრობის ოპტიმიზაცია. დღესვე განხილვის საგანი გახდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების დაგეგმილი შერწყმის შედეგად შექმნილი სამინისტროს სახელწოდება.

ამასთან მმართველ გუნდშიც რჩებიან დეპუტატები, რომლებიც ზოგადად ამ ორი სამინისტროს გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ცნობილია, რომ აღარ იგეგმება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების გაერთიანება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში