კიევის ცენტრში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ძებნილად გამოაცხადეს

06 დეკემბერი 2017, 00:00 3957 ნახვა

უკრაინის პოლიცია მიხეილ სააკაშვილს ეროვნულ დონეზე ეძებს, მაშინ როცა სააკაშვილი კიევის ცენტრში აქციებს მართავს და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს საგამოძიებო ორგანოში მისვლას, იგი გამომძიებლებს კარავში იბარებს.

დღესვე პირველი განცხადება გაავრცელა პეტრო პოროშენკომ. მისი მტკიცებით სააკაშვილის კამპანია მოსკოვიდან ფინანსდება. სწორედ პრორუსული ძალებისგან დაფინანსების მიღებას ედავება სააკაშვილს ქვეყნის მთავარი პროკურორი, მტკიცებულებებად წარმოდგენილ აუდიო-ჩანაწერებს კი სააკაშვილი ფალსიფიცირებულს უწოდებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებისა და გათავისუფლების შემდეგ, მეორე დღეა დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე კარვებია გაშლილი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში