თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები სასჯელის სრულად გაუქმებას ითხოვენ.
გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, როგორც ვიცით, საქალაქო სასამართლოს განაჩენს პროკურატურაც ასაჩივრებს. ბრალდების მხარე დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის მუხლის „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მცდელობით“ შეცვლას არ ეთანხმება.