გონიოში დაკარგულების ახლობლების გამოძალვის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს

05 დეკემბერი 2017, 00:00 3656 ნახვა

გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროს ოჯახისთვის თანხის გამოძალვის მცდელობაში ბრალდებული სამი პირიდან ორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილები და სასჯელის სახით ერთს 7 წლით და მეორეს კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მესამე ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალში გამართლდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გამოძიების ცნობით, გონიოს ზღვაში დაკარგული სამხედროს, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახს თაღლითურად ფულს სძალავდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ერთ–ერთი ბრალდებული, მისი სახელით ოჯახს წერილებს უგზავნიდა და ატყობინებდა, რომ ის ცოცხალი იყო და ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი