მაშველები მძიმე ტექნიკის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ

04 დეკემბერი 2017, 00:00 15314 ნახვა

ამ წუთებში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, კომპანია „ორბის“ მშენებარე ობიექტზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ცდილობენ მშენებლობაზე დასაქმებული კაცის გადარჩენას, რომელიც მძიმე ტექნიკის ქვეშაა მოყოლილი. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულნი. ეს ის ტერიტორიაა, სადაც სასპორტო სკოლა „ბასკოს“ ერთ-ერთი სპორტდარბაზი მდებარეობდა, მისი დემონტაჟი მოხდა და კომპანია „ორბი“ სავარაუდოდ, აქ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს . 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და მაშველები ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მძღოლის გამოყვანას ცდილობენ. 

„ორბის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს , რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას აზუსტებენ .
ჩვენი გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზეა და  დეტალებს აზუსტებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში