''უმრავლესობა ბატების გუნდი არაა, ერთმა დაიყიყინოს და სხვები აყვნენ'' - ნუკრი ქანთარია

30 ნოემბერი 2017, 00:00 4514 ნახვა

‘’უმრავლესობა ბატების გუნდი არაა, ერთმა დაიყიყინოს და სხვები აყვნენ,’’ - განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა. დეპუტატი ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს. ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რასაც ლომჯარია წლების მანძილზე მთავრობისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მისამართით აკეთებდა.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა დღეს  სახალხო დამცველი უნდა აირჩიონ. მოქმედ ომბუდსმენს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

''პატრიოტთა ალიანსმა'' აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა წარადგინა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი