უსაფრთხოების ნორმები - კანონმდებელთა შეფასებები

29 ნოემბერი 2017, 00:00 2525 ნახვა

ბოლო სამ წელიწადში მხოლოდ აჭარაში, სამი მასშტაბური ხანძარი იყო, ქობულეთში, ე.წ. ხოფის ბაზრობასა და სასტუმრო “ლეოგრანდში” შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ჯამში 16 ადამიანია დაღუპული. ბოლო 5 წელიწადში მასშტაბური ხანძარი იყო ქვეყნის ათ ბაზრობაზე. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი.

სწორედ ამ რეგლამენტის დახვეწაზე საუბრობდა დღეს პარლამენტარების ნაწილი. უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, აკაკი ზოიძე კი აცხადებს, რომ ვერ ხედავს სისტემურ პრობლემას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში