ქობულეთის ციტრუსის მიმღებ -გადამამუშავებელ ქარხანაში არასტანდარტული მანდარინის მიღება დაიწყო. კომპანია ციტრუსისგან წვენებსა და ჯემებს დაამზადებს, რომელსაც ევროპისა და აზიის ბაზარზე გაიტანს.
სტანდარტულთან ერთად არასტანდარტულ მანდარინს იბარებს კომპანია ,,ტი-სი-ეფ ჯეორჯია”. მანდარინის ფასი ისევე როგორც გასულ წლებში 20 თეთრია აქედან 10 თეთრი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული სუბსიდიაა.