დღეს საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის კანდიდატზე იმსჯელებენ. როგორც იცით ამ თანამდებობაზე უმრავლესობამ ნინო ლომჯარია წარადგინა, რომელსაც მხარს ოპოზიციის ნაწილი უჭერს. დღესვე კომიტეტებში განიხილავენ სამთავრობო პროგრამას, რომელთან დაკავშირებითაც დეპუტატებს შენიშვნები აქვთ.