მირანდა ჩარკვიანს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ

24 ივნისი 2016, 00:00 5256 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის სააგენტოს  დირექტორს კორუფციულ გარიგებაში  ადანაშაულებენ.  კომპანია  `სლავა 2015-ის”  დირექტორი მურმან ჯინჭარაძე  აცხადებს, რომ  მირანდა  ჩარკვიანმა მას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით კორუფციული გარიგება  შესთავაზა, უარის  მიღების  შემდეგ კი ცდილობს კომპანიის საქმიანობას ხელი შეუშალოს. მურმან ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის  საქმიანობა და 13 დროებით გასახლებული  ოჯახის  ბედი  მირანდა ჩარკვიანის  დამოკიდებულებას ეწირება და პრეტენზიებიც მხოლოდ მასთან აქვს. ჯინჭარაძე ფაქტზე რეაგირებისთვის  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, სააგენტოს დირექტორი კი მურმან ჯინჭარაძის განცხადებებს ჭორაობას უწოდებს. Mმირანდა ჩარკვიანი უარყოფს ყველა ბრალდებას. მისი თქმით  უკანონოდ  განხორცელებული არაერთი საქმიანობისთვის  სააგენტომ `სლავა 2015-ს” უკვე  უჩივლა და არ არსებობს არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც კომპანიას უფლებას  აძლევს  რაიმე  სახის სამუშაო აწარმოოს.  

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში