სპორტი მთავარში

24 ნოემბერი 2017, 00:00 1688 ნახვა

• დღეს მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირს საქართველოს ნაკრები გერმანიაში იწყებს.  ქალაქ ქემნიცში, გერმანიის ეროვნულ გუნდთან. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ილიას ზუროსის გუნდმა გერმანიის ნაკრებთან გასულ ევრობასკეტზე განიცადა მარცხი, თუმცა დღესდღეობით ფიბა-ს სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლის გამო ორივე გუნდი სხვა შემადგენლობით ითამაშებს,  იმიტომ რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ჩვენმა ნაკრებმა მესე ჰალეზე გუშინ პირველად ივარჯიშა, ვარჯიშის შემდეგ კომენტარები ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და მაიკლ დიქსონმა გააკეთეს. შეგახსენებთ რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიიდან სერბეთში გაემგზავრება და 27 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

•ხვალ და ზეგ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართება და ჩემპიონი გუნდის გამოვლენასთან ერთად გაირკვევა თუ ვინ დაემშვიდობება პირდაპირი გზით ელიგას და ვინ ითამაშებს პლეიაუტში.  სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისის „დინამო“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება და საქართველოს ჩემპიონს სწორედ ქართული დერბი გამოავლენს. დინამოსა და ტორპედოს შორის სატურნირო ცხრილში მხოლოდ 2 ქულაა სხვაობა, შესაბამისად ჩემპიონობისთვის კახა კაჭარავას გუნდს ფრეც აძლევს ხელს, იმერლებს კი აუცილებლად  გამარჯვება ესაჭიროებათ.  საჩემპიონო მატჩი კვირას 17 საათზე დაიწყება მანამდე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართება ბათუმსა და სამტრედიაში. ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „საბურთალოს“ სამტრედიაში მიიღებს და იმ შემთხვევაში თუ ქობულეთელები სამ ქულას აიღებენ ხოლო მათი უშუალო მეტოქე ფოთის კოლხეთი ვერ შეძლებს ბათუმში ადგილობრივი დინამოს დამარცხებას, გადათამაშებაში სწორედ გიორგი შაშიაშვილის გუნდი ითამაშებს.

•თიბისი რაგბის სერიების ბოლო სატესტო მატჩში  ხვალ ერთმანეთს საქართველოსა და აშშ მორაგბეთა ნაკრებები შეერკინებიან. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა ''მიხეილ მესხის'' სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს. მილთონ ჰეიგმა 2017 წლის დასკვნითი მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობაში 5 ცვლილება განახორციელა, აქედან სამი ისევ მარქაფაში. ბორჯღალოსანთა პროგრესზე ისაუბრა დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე  ‘არწივების’ მთავარმა მწვრთნელმა დეივ ჰიუიტმა და ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლის დაპირება დადო. ხვალინდელი მატჩი განსაკუთრებული იქნება 36 წლის გიორგი ჩხაიძისთვის, რომელიც  ნაკრების 28-წლიან ისტორიაში მესამე ცენტურიონი გახდება და დავით კაჭარავას და მერაბ კვირიკაშვილის შემდეგ 100  მატჩიან ზღვარს გადააბიჯებს. ქართველ ბორჯღალოსანთა და ამერიკელ არწივთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  ხვალ,18 საათზე დაიწყება.

•სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა  თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტს - დოქტორ კლაუს შორმანს უმასპინძლა. მხარეებმა  თანამშრომლობის გაღრმავებაზე და თბილისში, მიმდინარე თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის საერთაშორისო ფედერაციის  69-ე კონგრესის შესახებ ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური პირები ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიურ ქალაქსაც ესტუმრნენ და ტანვარჯის დარბაზში მიმდინარე საწვრთნელ პროცესს დაესწრნენ.  ასევ თბილისის ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მემორიალური დაფის გახსნის და მუხის ხის დარგვის ტრადიციულ ცერემონიაში გაიმართა. მუხის ხე თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო სიმბოლოდ ითვლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი