ხანძარია ამ წუთებში, სასტუმრო “ლეოგრანდში.” ძლიერი დაკვამლიანებაა შენობის მარცხენა მხარეს. ევაკუირებულია სასტუმროში მცხოვრები და დასაქმებული მოქალაქეები. შენობაში გამორთულია ელექტროენერგია.
ადგილზე მუშაობს რამდენიმე სახანძრო ბრიგადა, ასევე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები, მათ უკვე გამოიყვანეს რამდენიმე მოქალაქე შენობიდან. მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.