22 ივნისს, ბათუმში, გონიოელების აქციის დაშლას ომბუდსმენი სპეციალური განცხადებით ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის თქმით, ორი დღის წინ პოლიციელები სამართლებრივი რეგულაციის ჩარჩოებს გასცდნენ. საუბარია, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეთა დაკავებაზე, რომლებიც 2010 წელს ჩამორთმეული მიწების საკუთრებაში დაბრუნებას წლებია ითხოვენ, მე-11 დღეა კი აქციებს მართავენ. უჩა ნანუაშვილის განცხადების შინაარსს ახლა მზია მართალიშვილი გაგვაცნობს. მზია როგორ აფასებს ომბუდსმენი მომხდარს. ასევე როგორც ვიცით კომენტარი მთავრობის თავმჯდომარემაც გააკეთა.