მმართველი გუნდის წევრები პარტიის ოფისში სხდომას გამართავენ და მომავალი ომბუდსმენის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.
ამ დრომდე უცნობია ვის მოიაზრებს "ქართული ოცნება" სახალხო დამცველის პოსტზე, უმრავლესობა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.
არასამთავრობო სექტორი კი, თავის მხრივ, პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატს სთავაზობს. ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე - ესაა მესამე სექტორის პოზიცია. გაითვალისწინებს თუ არა "ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
მოქმედ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს ამ პოსტზე უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.