ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბრალი წარედგინა

23 ნოემბერი 2017, 00:00 4394 ნახვა

სპეცოპერაციისას დაკავებული პირისთვის წარდგენილი ბრალი ცნობილია. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს, ორივე ტერორიზმთანაა დაკავშირებული.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ მას, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის ტერორისტული მიზნით, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა ტარებისთვის წარედგინა ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 10-დან 17 წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურის პრესსამსახურში ამბობენ, რომ  საქმეზე დამატებითი ინფორმაცია ხვალ გავრცელდება.

სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარი არ გააკეთა. უცნობია, როდის გაიმართება აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი. დაკავებულის ვინაობას მისი ადვოკატი არ ამხელს. სუს-ის შენობაში შესვლამდე კი იმედა ქარქაშაძემ განაცხადა რომ იგი რუსეთის მოქალაქეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი