დაჭრილი სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობა

22 ნოემბერი 2017, 00:00 2712 ნახვა

როგორც უკვე გითხარით, დაჭრილია 4 სამართალდამცველი, ერთი სპეცრაზმელი კი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები, დაშავებულები მოინახულეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა.

ისინი  ისანში მდებარე რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. ჰოსპიტალში იმყოფებოდა ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი