თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ამ დრომდე გრძელდება ანტიტერორისტული სპეცოპერაცია. ტერიტორიაზე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა, ისმის ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა. სავარაუდოდ, სროლა ორმხრივია.
ამ დროისთვის უცნობია რა ვითარებაა ადგილზე, სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია დაჭრილების თაობაზეც.
მანამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სავარაუდოდ პირები, რომლებიც შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცველებს ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. დაჭრილია ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
მიმდინარეობს გამოძიება, ამ დროისთვის დაკავებულია ერთი პირი.