მოქალაქემ ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგო

22 ნოემბერი 2017, 00:00 6565 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ეთერ  გიგინეიშვილის სარჩელი ბათუმის  მერიის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ დღეს გამოცხადდა.  მოქალაქე ეთერ გიგინეიშვილი  სახელწიფოს მიერ მისთვის 1995 წელს   გადაცემულ   1000 კვადრატული მეტრის  სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ვერ ირეგისტრირებდა.  

მიწის ნაკვეთი  მას მეურნეობამ გადასცა, თუმცა მეურნეობის ოქმით ის საკუთრებას ვერ ირეგისტრირებდა. მიწის რეგისტრაციის რეფორმის თანახმად,  მუნიციპალურ ორგანოებს დაევალათ მოქალაქეთა მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამოწმება, თუმცა ბათუმის მერიამ მოქალაქეს უარი განუცხადა. მოქალაქე ეთერ გიგინეიშვილმა საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა.

მერიას სასამართლომ დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაავალა. მოქალაქის ინტერესებს  არსამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტები იცავდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში