სამკუთხდით შემოხაზული ბიულეტენები - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ დეპუტატების არჩევანი გაკონტროლდა

21 ნოემბერი 2017, 00:00 4155 ნახვა

20 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი დავითაძე აირჩიეს. 

გუშინ გიორგი დავითაძეს ერთი ხმა დააკლდა იმისთვის, რომ ეს პოსტი დაეჭირა. შუახევის საკრებულოში, სადაც 19  მმართველი გუნდის დეპუტატია, დავითაძეს მხარდაჭერა მხოლოდ 12 დეპუტატმა გამოუცხადა. 

დღეს კი, დავითაძემ შუახევის საკრებულოს 20 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, მათ შორის 19 "ქართული ოცნების" წევრის და ერთი "ევროპული საქართველოს".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოსლან ზოიძე აცხადებს, რომ დეპუტატებზე ზეწოლა განხორციელდა და მათი არჩევანის გასაკონტროლებლად, დეპუტატებს დაევალათ სამკუთხედის ან ოთკუთხედის ფორმით შემოეხაზათ ბიულეტენი.

დღეს ბიულეტენს შორის 8 სამკუთხედით შემოხაზული ფაქტი დაფიქსირდა. 

ფარული კენჭისყრის დაწყებამდე ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ბათილად ჩაეთვალათ ყველა ის ბიულეტენი, რომელიც, იდენტიფიცირების მიზნით, კვადრატით ან სამკუთხედის ფორმით იქნება შემოხაზული. 

მოთხოვნა არ დააკმაყოფილა საკრებულოს უხუცესმა წევრმა ნოდარ ქარცივაძემ, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ბრალდება ზეწოლის შესახებ უარყო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი