ტეხასში ავიაკატასტროფა განიცადა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა. ორადგილიანი ზეხმოვანი სასწავლო რეაქტიური თვითმფრინავი ლოგლინის ავიაბაზის მახლობლად ჩამოვარდა.
ერთი პილოტი დაიღუპა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. დაწყებულია გამოძიება.