საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე გახდა

20 ნოემბერი 2017, 00:00 4646 ნახვა

“ქართული ოცნების” დეპუტატების სრულმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. ჯუმბერ დიმიტრაძემ მმართველი გუნდის გარდა ორი ოპოზიციონერის მხარდაჭერაც მოიპოვა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. თავმჯდომარისგან განსხვავებით, ერთით ნაკლები იყო იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებმაც მოადგილე აირჩიეს. თანამდებობის გარეშე დარჩა მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში