შუახევისგან განსხვავებით, წარდგენილი კანდიდატის ასარჩევად, უმრავლესობით მოსულ “ქართულ ოცნებას” დეპუტატების მობილიზიბა არ დასჭირვებია ბათუმში. სულიკო თებიძეს თავმჯდომარედ და უკვე ყოფილ თავმჯდომარე ლაშა სირაბიძეს მის მოადგილედ, უმრავლესობის ყველა დეპუტატმა - ცხრამეტივემ დაუჭირა მხარი.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილის პოზიცია თამაზ სალუქვაძემ დაიკავა. სხდომა დღის წესრიგით განსაზღვრული სავალდებულო საკითხების მიხედვით ჩატარდა, ერთადერთი განსხვავებული და გამორჩეული მმართველი გუნდის დეპუტატის ნატალია ძიძიგურის ჩაცმულობა იყო.