უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა
19 ნოემბერი 2017,
00:00
2922 ნახვა
უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა - ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.
დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ბორნით ფოთის პორტში ჩამოიყვანეს, ისინი საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან.
უკრაინიდან გამოძევებულთა შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები, რომელთა ადგილმდებარეობა, ორი დღის განმავლობაში, უცნობი იყო. დეპორტირებულებს ნათესავები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებოდნენ.
8 საქართველოს მოქალაქე, უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით კი, ქართველებს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს.