ქედის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 800 ათასი ლარით გაიზარდა. ის 8 მილიონ 895 ათას 500 ლარს შეადგენს. 3 მილიონი აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით მიიღო.
ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერი 4 მილიონ 519 ათას 200 ლარია. ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა. პროექტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად გაეგზავნა, რომელიც საკრებულომ ის 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს.