საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 20 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ამ ხნის განმავლობაში უწყების მუშაობას აჯამებენ.
კონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბიუჯეტის ფარგლებში მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა და ასევე წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.