უმაღლესი საბჭოს კომისიებს 20 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტის შესახებ საბოლოო დასკვნა მოამზადონ. დოკუმენტი დღეს გაერთიანებული კომისიების სხდომებზე განიხილეს.
ოპოზიციასთან ერთად შენიშვნები მმართველ პარტიასაც აქვს. დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს სოფლის მეურნეობის ცალკეულ პროგრამასთან დაკავშირებით. უმცირესობაში აცხადებენ, რომ დაფინანსების მიღმა დარჩა ისეთი პროექტები, რომლებიც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. პრეტენზიების მოსმენა დღეს აჭარის განათლების მინისტრსაც მოუხდა.