მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ''სახალხო იმპიჩმენტით'' დაემუქრა

13 ნოემბერი 2017, 00:00 2868 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ,,სახალხო იმპიჩმენტით" დაემუქრა. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა კი იმპიჩმენტისა და ანტიკორუფციული სასამართლოების შესახებ კანონის 3 დეკემბრამდე მიღება მოითხოვეს. კიევის ცენტრში გუშინ უკრაინის პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით მარში მოეწყო.

მიხაილოვსკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობაში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. სააკაშვილმა მანიფესტანტებს შესთავაზა, მთავრობის იმპიჩმენტის პროცესი დეკემბერში დაიწყონ და ,,ამბოხებულთა მარშის" ყოველ კვირა დღეს გამართვის პირობა დადო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი