ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა

13 ნოემბერი 2017, 00:00 1893 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის მერი დამოუკიდებული კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე გახდა. მან "ქართული ოცნების" კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს მეორე ტურში 79 ხმით მოუგო. დამოუკიდებელი კანდიდატი გამარჯვებულია ნასაკირალის უბანზეც, რომლის გაბათილებასაც “ქართული ოცნება” ითხოვს. ამ უბნის შედეგებს გვიან ღამემდე ელოდნენ ოლქთან კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები. დამოუკიდებელი კანდიდატის მომხრეები ხმების სამართლიანად დათვლას ითხოვდნენ. კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებით, ხმების დათვლა და შედეგების ოლქში მიწოდება გამიზნულად ჭიანურდებოდა და ხელისუფლება ამ ფორმით ცდილობდა არჩევნების  გაყალბებას.

ოლქთან მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. “ქართული ოცნების” შტაბის  ხელმძღვანელი  გიორგი ღორჯომელიძე სოფელ ნასაკირალის საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.  მისი განცხადებით, 59-ე უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა. კერძოდ, კომისიის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა და გარდა ამისა უბანზე არაუფლებამოსილი პირები იყვნენ შეჭრილი.  “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის თქმით, ნასაკირალის საარჩევნო უბანზე  ხმების გადათვლის შემთხვევაშიც შედეგები არ შეიცვლება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი