ხვალ ახალი მერების პირველი სამუშაო დღეა

12 ნოემბერი 2017, 00:00 2649 ნახვა

ხვალიდან ბათუმის მერის თანამდებობაზე ლაშა კომახიძე, გიორგი ერმაკოვს შეცვლის. ახალი მერები გადაიბარებენ მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებს. ქობულეთში სულხან ევგენიძეს მირიან ქათამაძე შეცვლის. ხელვაჩაურში - ნადიმ ვარშანიძეს, ჯუმბერ ვარდმანიძე. ქედაში - დავით დუმბაძეს ლევან გორგილაძე შეცვლის. შუახევში - ტარიელ ებრალიძეს ფრიდონ ფუტკარაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი ბესიკ ბაუჩაძეს ახალი მერი გოჩა მელაძე ჩაანაცვლებს. ექვსივე არჩეული მერი “ქართული ოცნების” კანდიდატია. მათი უფლებამოსილება ძალაში დღეიდან შედის, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერისა და გამგებლის მათი მოადგილეების და უწყების სტრუქტურული ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. მაგრამ იმის გამო, რომ 12 ნოემბერი კვირაა ახალი მერებისთვის პირველი სამუშაო დღე ხვალ იქნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი