პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლებას ანიჭებს. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით ერთხმად დაამტკიცეს.