დილიდან სახალხო დღესასწაული “შემოდგომა ქედაში” მიმდინარეობს. მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, ტრადიციული კერძების გამოფენები. ადგილობრივებსა და მუნიციპალიტეტის სტუმრებს ყველა ასაკისათვის გათვლილი მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლდებიან.
დაქირავებული ანიმატორების და ჯამბაზის გასართობი შოუ მოზარდებისთვის, მოწვეული მხატვარი, ნობათის დეკორატიული კუთხე, თამბაქოს ჭრის პროცესი, ქედის ღვინის დეგუსტაცია.