ევროპარლამენტარებს, ევროკავშირის საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ურთიერთობის გაღრმავება სურთ. აღმოსავლეთ პარტნიოროპის სამიტის დაწყებამდე, რომელიც 24 ნოემბრს გაიმართება, ორგანიზაციამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამი ქვაყანა რუსეთის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ევრობლოკთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას ცდილობს. ანგარიშის თანახმად, კოლაბორაციის გაღრმავებით ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე ქვეყნების მხარდაჭერის ახალი გზები გამოიძებნება. საინიციატივო ანგარიშს საგარეო საქმეთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი. დოკუმენტს, რომელშიც მთავარი ფოკუსი საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზეა გაკეთებული, სტრასბურგში ნოემბრის სესიაზეც უყარეს კენჭი.
რეკომენდაციების სიაში მოცემულია მიზნობრივი ფონდის შექმნა, რომლითაც ევროკავშირმა სწრაფად და მოქნილად უნდა გასცეს პასუხი კრიზისულ და პოსტკრიზისულ სიტუაციებს. ფონდის ფარგლებში მოზიდული იქნება საჯარო და კერძო დონორების რესურსები, რათა ინვესტირება მოხდეს სოციალური და ეკონომიკური გაუმჯობესების პროექტებში. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასევე გამოდის რეკომენდაციით, გაიზარდოს ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და არსებული პარტნიორობის გაუმჯობესება.
ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები აფასებენ. მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი სრულად იქნება გაზიარებული აღმოსავლეთ პარტიონრობის სამიტზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში. მათი შეფასებით, საქართველო მალე გაწვერიანდება საბაჟო და ენერეგტიულ კავშირებში. ოპოზიცია ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმც მიაჩნიათ, რომ აუცილებელია საქართველომ პოლიტიკურად იმოქმედოს და ევროკავშირის წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობენ ექსპერტები.