სპორტი მთავარში

07 ნოემბერი 2017, 00:00 2254 ნახვა

ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასკვნით ტურში საქართველოს ქალთა გუნდმა იტალიის ნაკრები დაამარცხა და მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა! ნანა ძაგნიძე პირველ დაფაზე ოლგა ზიმინას დაუზავდა, გამარჯვებები მოიპოვეს ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ. პირველი ადგილი 17 ქულით რუსეთის ქალთა ნაკრებმა დაიკავა, ხოლო მესამე საფეხურზე  13 ქულით უკრაინის გუნდი განთავსდა. საქართველოს ვაჯთა ნაკრებმა ტურნირის ბოლო დღეს ფინეთს მოუგო და შეჯიბრება მე-19 პოზიციაზე დაასრულა.ჩემპიონობა კი ვაჟებს შორის აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, მეორე ადგილზე რუსეთი გავიდა, მესამეზე კი უკრაინა.მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი  წელს კუნძულ კრეტაზე ჩატარდა და მასში ქალ-ვაჟთა 72 ნაკრები მონაწილეობდა. 

საქართველოს წყალბურთის ასაკობრივმა ნაკრებმა უკრაინის ღია პირველობა მოიგო, 2003-2004 წელს დაბადებულ წყალბურთელთა 3 ეტაპად მიმდინარეობდა. ბრინჯაოს მედლები ხარკოვის გუნდს ერგო, ვერცხლი უშგოროდის დინამოს, საქართველოს  ნაკრებმა სწორედ ეს გუნდები დაამარცხა ფინალურ ეტაპზე. ჩვენს გუნდმა ტურნირი შთამბეჭდავი გატანილი გოლების რაოდენობით +131 დაასრულა და შეჯიბრზე მხოლოდ ერთი მარცხი იწვნია.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. პირველი ვარჯიში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. სავარჯიშო პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული  ნაკრებს კიდევ 11 ლეგიონერი ხვალ შეუერთდება.ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას კვიპროსისა და ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს.საქართველო-კვიპროსის მატჩი გორის, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს 17 საათზე დაიწყება. საქართველო-ბელარუსის შეხვედრა ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18 საათზე შედგება. მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია უკვე მიმდინარეობს. ბილეთების ფასი ორი ლარია.

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ 38 ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. პირლო ბოლოს  ნიუ იორკ სიტის ღირსებას იცავდა, თუმცა მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდები იტალიურ გრანდებთან მილანთან და იუვენტუსთან ასოცირდება, რომელთან ერთად 6 სკუდეტო მოიგო. მილანის მაისურით ორჯერ გახდა უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წლის მუნდიალზე მიაღწია, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად  მსოფლიო ჩემპიონი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი