დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომა. კამათი სხვადასხვა საკითხს მოჰყვა, რის გამოც რამდენჯერმე შესვენებაც გამოცხადდა.
თავდაპირველად უთანხმოება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს თავმჯდომარესთან უვადოდ არჩეული მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოუვიდათ, იკამათეს დამატებითი სხდომის ჩანიშვნაზეც.