საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს დროებითი მოწმობები გადაეცათ. თუმცა როდის შეუდგებიან ისინი თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას ეს ჯერ უცნობია. პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში ჩანიშნავს.
საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატებს დღეს მოწმებები საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა გადასცეს, სწორედ ისინი გახსნიან პირველ სხდომასაც. 21 ოქტომბრის არჩევნებზე აჭარაში მოსახლეობამ წარმომადგენლობითი ორგანოს 164 წევრი და 6 მერი აირჩია.
ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ხულოს, მრავალრიცხოვანი კი ქობულეთს ეყოლება. 6-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნებაა უმრავლესობით წარმოდგენილი.