მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ შვიდი ადგილით, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, უმაღლეს ათეულში მოექცა.