ერთ კვირაში ბათუმის მერიას სათავეში ახალარჩეული მერი ლაშა კომახიძე ჩაუდგება. საკრებულო კი 30 დღის ვადაში შეიკრიბება. ახალი მერები და დეპუტატები გადაიბარებენ საქმიანობას აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
შემაჯამებელი ოქმები გამოცემულია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურიც დანიშნა, 5 თვითმმართველ თემსა და 1 ქალაქში განმეორებითი კენჭისყრა 12 ნოემბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,” თუმცა ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ ქუთაისსა და მარტვილში, შესაბამისად მაინც იქნებიან საარჩევნო ბიულეტენებში, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კანდიდატურის მოხსნას მეორე ტურის შემთხვევაში.
აღსანიშნავია კიდევ ერთი ამბავი, სასამართლო დავისა და შედეგების შეჯამების ხმაურიანი პროცესის შემდეგ, თიანეთში გამარჯვებულ მერად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა, მან მმართველი გუდის კანდიდატს 1 ხმით მოუგო.