სოფელ ახოში, გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ხშირი მეწყრული პროცესების, გამო სოფელში ცენტრალური გზა იკეტებოდა. მეწყერმა დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთებიც.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წელს ქედაში 55-მდე საყრდენი კედელი მოაწყო. ასევე მეწყერსაწინააღმდეგოდ გზის ფერდობებს გაამაგრებენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.