ბათუმის დრამატული თეატრის დასი 24 ივნისის პრემიერისთვის ემზადება. ანდრო ენუქიძე დგამს სპექტაკლს ”სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისა” - პოლონელი დრამატურგის სლავომირ მროჟეკის პიესის მიხედვით. წარმოდგენა ეხება იმას, რაც ევროპაში უკვე აბსურდად მიიჩნევა, თანამედროვე საქართველოსთვის კი რეალობაა.