ნატო-ს ლოგისტიკის ოფიცრის კურსი დასრულდა

27 ოქტომბერი 2017, 00:00 3024 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ნატო-ს ლოგისტიკის ოფიცრის კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მსმენელებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები, ფინელ და ნორვეგიელ ინსტრუქტორებს კი, მადლობის სიგელები გადაეცათ. კურსი ნატო-საქართველოს ფარგლებში, საქართველოში მეორედ ჩატარდა.
 

სწავლება ჩრდილოეთის ქვეყნების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ეგიდით, ნორვეგიის სამეფოს და ფინეთის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორების მხარდაჭერით გაიმართა. მიზანი ნატო-ს ლოგისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობა და მისი შემდგომი გამოყენების შესაძლებლობებია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი