პრობლემა რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. ლარი დღესაც გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ისევ დაიწყო და 2 ლარსა და 55 თეთრს გადააჭარბა. ექსპერტები გვაიმედებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ფასების მკვეთრ ცვლილებებს პროდუქციაზე კი არ პროგნოზირებენ. ისინი ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობენ.
2017 წლის სტატისტიკას. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, ლარის გაცვლითი კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იანვარში, 2 ლარი და 70 თეთრი დაფიქსირდა, ყველაზე იაფი კი ერთი ამერიკული დოლარი აგვისტოში 2 ლარი და 38 თეთრი იყო.