ხელვაჩაურში მოწამლული 7 პაციენტი ბინაზე გაეწერა

21 ივნისი 2016, 00:00 4086 ნახვა

ხელვაჩაურში ერთ-ერთი ოჯახში წვეულების დროს მოწამლული 7 პაციენტი დღეს სახლში გაეწერა. ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი მედიკოსები ქიმიური ექსპერტიზის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტი 14 ივნისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატეხიაში მოხდა. შემთხვევიდან მეორე დღეს 11 პაციენტი თბილისში გადაიყვანეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი