მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზი მოინახულა

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2763 ნახვა

დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, დეკანოზს მიტროპოლიტი დიმიტრი ხვდება და შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების ყველა კითხვას ვრცლად პასუხობს. მიტროპოლიტმა მკაცრი, უკმაყოფილო და ხისტი პოზიცია დააფიქსირა სოსო ოხანაშვილის მიმართ. უფრო მეტიც, მას თვითმარქვია უწოდა. მღვდელთმთავარმა, რამდენჯერმე სხვადასხვაგვარად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიძესთან არ აქვს მჭიდრო ურთიერთობა და იგი მისი თავსატეხი გახდა.

ამის გარდა, ისაუბრა დეკანოზის მიერ დასახელებულ შეთქმულების ვერსიაზე, იმაზე, რომ ე.წ. ციანიდის საქმე ვიღაცამ არამხოლოდ დეკანოზის, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ მოიფიქრა. ამბობს, რომ არ იცის, ვის მიერ შეიძლება იყოს ეს ყველაფერი დადგმული, თუმცა აცხადებს, რომ დაფარული არაფერია და ყველაფერი გამოაშკარავდება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში