ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიის მისაღებად განაცხადების მიღება გრძელდება. საბუთების მიღების ბოლო ვადა 29 ოქტომბერია. სტიპენდიის ოდენობა 200 ლარია.
პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ 50 სტუდენტზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება.